უფლისციხესთან
სისხლისფერი ყაყაჩოს წვეთი
არა დაღვრილის_
დასაღვრელის, ალბათ, მაცნეა. . .
არავითარი
სხვა სამშობლო ამაზე მეტი
არ გამაჩნია!
მე დავინახე
სვეტიცხოვლის თორმეტი სვეტი,
თოთხმეტი ციხე
ზეგნებიდან ლაჟვარდს გასჩრია. . .
არავითარი
სხვა სამშობლო ამაზე მეტი
არ გამაჩნია!
მშვენიერია
ორ-ზღვას-შუა კავკასის ხედი
და კითხვა: “ვინ ვის?!”
ბებერ გულში ლახვრად მაჩნია. . .
არავითარი
სხვა სამშობლო ამაზე მეტი,
არავითარი
სხვა გზა, სხვა ხსნა
არ გამაჩნია
2008 წლის 6–7 აგვისტოს საქართველოს დასავლეთ ნაწილში ომი სისხლისმღვრელი ომი მძვინვარებდა...ამის შემდეგ კი გავიდა 3 წელი ამ ყველაფერს კი ჩვენ სისხლისფერი ყაყაჩო გვახსენებს...!
სისხლისფერი ყაყაჩოს წვეთი
არა დაღვრილის_
დასაღვრელის, ალბათ, მაცნეა. . .
არავითარი
სხვა სამშობლო ამაზე მეტი
არ გამაჩნია!
მე დავინახე
სვეტიცხოვლის თორმეტი სვეტი,
თოთხმეტი ციხე
ზეგნებიდან ლაჟვარდს გასჩრია. . .
არავითარი
სხვა სამშობლო ამაზე მეტი
არ გამაჩნია!
მშვენიერია
ორ-ზღვას-შუა კავკასის ხედი
და კითხვა: “ვინ ვის?!”
ბებერ გულში ლახვრად მაჩნია. . .
არავითარი
სხვა სამშობლო ამაზე მეტი,
არავითარი
სხვა გზა, სხვა ხსნა
არ გამაჩნია
2008 წლის 6–7 აგვისტოს საქართველოს დასავლეთ ნაწილში ომი სისხლისმღვრელი ომი მძვინვარებდა...ამის შემდეგ კი გავიდა 3 წელი ამ ყველაფერს კი ჩვენ სისხლისფერი ყაყაჩო გვახსენებს...!
No comments:
Post a Comment