Sunday, July 24, 2011

სულ გამოლეღვდა ეს თაობა



ლეღვის ფოთლის ნახარშით დამწვრობა 21 წლის გოგონამ მიიღოსიახლეები
19-07-2011, 11:43
medianews.ge
ლეღვის ფოთლის ნახარშით დამწვრობა 21 წლის გოგონამ მიიღოლეღვის ფოთლის ნახარშით სხეულის დამწვრობა 21 წლის გოგონამ მიიღო.

იგი თბილისის დამწვრობის ცენტრში წუხელ სამეგრელოდან გადმოიყვანეს. მას სხეულის 70 პროცენტი აქვს დამწვარი.

გოგონამ ლეღვის ფოთლის ნახარში სხეულზე სამი დღის წინ, გარუჯვის მიზნით წაისვა.

ეს უკვე ამ მეთოდით დამწვრობის მეექვსე შემთხვევაა.

ექიმების შეფასებით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილური, თუმცა მძიმეა. დამწვრობის ცენტრის ექიმის ქრისტინე სანაშვილის განცხადებით, გოგონა მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში, მას დამწვარი აქვს სხეულის 70 პროცენტი, სხეულზე აღენიშნება მეორე, მესამე ხარისხის დამწვრობა და უტარდება შესაბამისი მკურნალობა.
ზაფხულის სეზონთან ერთად, მსუბუქად ჩაცმული ადამიანების რიცხვმაც იმატა. რაც შეეხება სეზონის აქტუალურ თემას, ეს მუქი ფერის კანი და გარუჯვაა. გარუჯვის სურვილით შეპყრობილთა სია კი ძალიან დიდია და ადამიანები კანის მუქი ფერის მისაღწევად, სხვადასხვა გზებს მიმართავენ, იქნება ეს ტრადიციული თუ არატრადიციული. 

რამდენიმე დღის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ 15 წლის გოგონამ ლეღვის ფოთლების ნახარში ტანზე წაისვა და მზეზე, გასარუჯად დაწვა. შედეგი კი სავალალო აღმოჩნდა, გოგონამ სხეულის დამწვრობა მიიღო, რის გამოც დამწვრობის ცენტრში მკურნალობა დასჭირდა. ანალოგიური გზით გარუჯვა 19 წლის გოგონამაც სცადა, რომელიც დღეს, სხეულის დამწვრობით, საავადმყოფოში მიიყვანეს.
„ასეთი მეთოდების გამოყენება კატეგორიულად აკრძალულია. არ შეიძლება, რადგან დამწვრობასთან ერთად რიგი დაავადებების გამოწვევა შეუძლია. აუცილებელია მზისგან დამცავი საცხების მოხმარება, რათა შემდგომი გართულებები იქნეს თავიდან აცილებული. ასეთი მეთოდები კი უფრო მეტად აჩქარებს პროცესს და შედეგად კანის სერიოზულ დამწვრობას ვიღებთ. გამომდინარე იქიდან, რომ ადამიანმა კანის ფერის, თვალისა და თმის ფერის შესაბამისად უნდა მოიხმაროს დამცავი საშუალებები, არატრადიციული გზებით გარუჯვის დაჩქარება დაუშვებელია. ამასთანავე, ასეთი საშუალებები იწვევს კანზე ლაქების მასიურ გაჩენას. არ შეიძლება ჭარბხალიანობის შემთხვევაში მზის გულზე დიდი ხნით გაჩერება, მით უმეტეს ისეთი საშულებებით კანის ფერის შეცვლა, რომელსაც არატრადიციულს და ხალხურს უწოდებენ.“ – აღნიშნა „პრესა.ჯი”- სთან საუბარში ექიმმა–დერმატოლოგმა, ლია ჭითანავამ.
გასარუჯი საშუალებების არატრადიციულ გზებზე რომ ვისაუბროთ, სია ძალიან დიდი და მრავალფეროვანი იქნება. არაბუნებრივი საშუალებაა სოლარიუმი, რომლის დონე და ხარისხი განაპირობებს კანის ფერსა და შესაძლო ზიანს. სპეციალისტები კი მხარს არასდროს უჭერდნენ გარუჯვას სოლარიუმის საშუალებით.
მიმდინარე წელს, დამწვრობის ცენტრმა ოცამდე, გარუჯვის შედეგად მიღებული დამწვრობის მქონე პაციენტს უმკურნალა. სპეციალისტებმა, მზის მომატებული რადიაციის გამო, საზოგადოებას მაღალი სტანდარტების შესაბამის სოლარიუმში გარუჯვა ურჩიეს და ყოველგვარი არატრადიციული, „ხალხური“ გზები უარყვეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ზემონახსენები უმძიმესი შემთხვევებისაგან დაზღვეული არავინ იქნება.




თქვენ გქვიათ ხამები და უტვინოები..თუ სხვას დაეწვათ თქვენ რა  განსაკუთრებულები ხართ?! O_0

Saturday, July 23, 2011

Amy winehouse Is dead! (

ზოგი მკვდარი დაიბადა,ზოგის მიღწევაც სიკვდილი იყო დღეს რამოდენიმე საათის წინ ემი ვაინჰაუსი გარდაიცვალა საკუთარ ბინაში იგი 27 წლის იყო.რამოდენიმე დღის წინ კი მან გააუქმა თავისი ტურები სერბეთში თურქეთში და საბერძნეთში...როგორც გაირკვა და როგორც მოვიძიე მას პრობლემები ჰქონდა ალკოჰოლთან და ნარკოტიკებთან..სამყარომ დაკარგა კიდევ ერთი უნიჭიერესი ადამიანი ტრაგიკულად ადრეულ ასაკში.R.I.P......... Amy WineHouse ''Rehab''

Wednesday, July 20, 2011

daShineba :D

ივლისი 20

კაი უნლაიქს მივცემ და თავიდან დავალიქებ :|

04:41
ui didi bodishi ar vicodi :

:D :D :D :D amovida yelshi

Photographers..არეულ–დარეული

ამ ბოლო დროს ინტერნეტში რაღაც ძალიან ცუდი ამბები გაჟღერდა.როგორც მე ფოტოგრაფების მომხრე მინდა წარმოგიდგინოთ სტატია:რა მოხდა ბათუმში სტინგის კონცერტის შემდეგ? ალბათ ყველამ იცით რომ ვერა ქობალია საავადმყოფოში იყო ნათია ბანძელაძემ ტვინის შერყევა მიიღო ხოლო გიორგი ბარამიძემ ფეხი მოიტეხა; ის, რომ ფოტორეპორტიორები, შესაძლოა, მართლაც ირაკლი გედენიძის მიერ გადაღებული იმ ფოტოების გამო იტანჯებოდნენ ციხეში, რომელზეც 26 მაისის ავბედითი ღამის კადრებია გამოსახული, სიმართლესთან ძალიან ახლოს დგას, მაგრამ ვინც მიშას სულსწრაფობის ამბავი იცის, ალბათ, დამეთანხმება, რომ თუ არა სხვა დამატებითი მიზეზი, სააკაშვილი თვენახევარზე მეტს არ დაიცდიდა და ირაკლი გედენიძეს, გიორგი აბდალაძესა და ზურაბ ქურციკიძეს 26 მაისს "პარადზევე" დააპატიმრებდა. როგორც ჩანს, სააკაშვილი ფოტორეპორტიორების თუ რომელიმე ფოტორეპორტიორის გადაღებულმა სხვა, პიკანტურმა კადრებმა უფრო შეაშფოთა.

მაინც, რა მოხდა ბათუმში ისეთი, რომ ვინც კი იმ ავადასხსენებელ აუზში ჩავიდა, ზოგი ტვინის შერყევის დიაგნოზით გამოაქანეს თბილისისკენ, ზოგი - "კასტილებით" დაფეხუცობს, თურმე, მთავრობის სხდომებზე, ხოლო ზოგი საავადმყოფოში ისე საგულდაგულოდ გადამალეს, ეგონათ, გადავრჩით, ამას ეშმაკიც ვერ მიაგნებსო, მაგრამ მიშას "გესტაპოს" კოვზი ნაცარში ჩაუვრდა...

მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ, როგორც სანდო წყარომ ინფორმაცია მოგვაწოდა, სტინგის კონცერტის დამთავრების შემდეგ, მეორე დღეს, ბათუმურ აუზში დიდი ამბები დატრიალებულა. კერძოდ, სააკაშვილს დაცვა დაუთხოვია და ჯერ კარგა გვარიანად უსვამს და უჭამია აუზში, - "პახმელიაზე" გამოსულა, მაგრამ ნათქვამია, გადაჭარბებული არაფერი ვარგაო და მიხეილ-ფაშასაც სიმთვრალე შეუბრუნებია... აუზიდან ხალხი ნელა-ნელა, სულ "იავნანო-ვარდოვნანოს" ძახილით გაკრეფილა, არიქა, ჩვენს მამა-მარჩენალს ნეტარება არ დავურღვიოთო... ერთი სიტყვით, ასე დარჩენილან მიშა და ერთი მომღერალი გოგონა აუზში მარტო, მაგრამ ეს რომელი მომღერალი გოგონა ყოფილა იცით? ის კი არა, რომლთან ერთადაც სულ ცოტა ხნის წინათ სააკაშვილი ყვარლის ტყეში ოთხი საათის განმავლობაში მარტოდმარტო იყო გაუჩინარებული და დაკარგულებს ვანო მერაბიშვილის მთელი საძაღლეთი ეძებდა, არამედ სხვა მომღერალი...

მიშაც და გოგონაც გასაბერ ლეიბებზე ყოფილან წამოწოლილნი და აჭარის კაშკაშა მზეს ხატაურა კატებივით ეფიცხებოდნენ, თურმე. სააკაშვილს გოგონასკენ ხელი წაუწევია, - აქაოდა, აქ მოდი, უნდა "გაგსინჯო", სიბემოლს თუ აწევო!.. ერთი სიტყვით, ნაქეიფარმა და უკვე შექეიფიანებულმა მიშამ გოგონას აუზშივე დაუპირა "მიტყვარჩელება", რასაც, თურმე, ქალის საშინელი რეაქცია მოჰყვა, - რას მიშვრები, შენობაში უამრავი ადამიანია, ყველას შეუძლია დაგვინახოს, ასე რატომ მამცირებ და თავს რატომ მჭრი, სხვაგან უარი როდის მითქვამს, მაგრამ აქ ვერ დაგნებდებიო!..

"ხეამდგარი" და თვალდამდგარი მიხო-ფაშა ამაზე, თურმე ჭრელი ნიფხვიდან ამომხტარა, - უარის თქმას როგორ მიბედავო?! ამის თქმა და მომღერალ გოგონაზე დატაკება სააკაშვილს, თურმე, ერთი უქნია. გოგონა საცურაო ლეიბიდან გადმოვარდნილა და კივილ-წივილი აუტეხავს, - აქეთ მიშა იგინებოდა, იქით ქალი წიკვინებდა. ამ ხმაურსა და დავიდარაბაზე შენობიდან პირველები გამოვარდნილან და მომღერალი გოგონას მიშველებას ცდილან ვერონიკა ქობალია და მიხო-ფაშას პრეს-სამსახურის თანამშრომელი, ქალბატონი ნათია ბანძელაძე. მოკლედ, აუზში ატეხილა "გამიშვი" და "გაგიშობ!"... წივილის, კივილისა და ბღავილის ხმაზე სააკაშვილის დაცვა ელვის უსწრაფესად ადგილზე გაჩენილა, თურმე, მოჩხუბრები ერთმანეთისგან ძლივს დაუშორებიათ; ქალბატონ ბანძელაძეს იმ ორომტრიალში აუზის კიდეზე, კაფელზე მიურტყამს თავი, ხოლო ვერონიკა ქობალია უშუალოდ მიშას მსხვერპლი შექნილა და ვერას ფაშას ხელი რამდენჯერმე მთელი ძალით მოხვედრია... უბედურმა ვერამ კინაღამ აუზში დაღაფა, თურმე, სული...
მთელ ამ ისტორიაში ყველაზე საინტერესო იცით, რა არის? - გიორგი ბარამიძეს რა მომენტში და რომელ შეტაკებაში, ვინ მოტეხა ფეხი?..

ახლა კი ყველაზე მთავარი, - წყარომ რამდენჯერმე დაბეჯითებით გაგვიმეორა, რომ ბათუმის აუზში ატეხილი უბედურება და აყალმაყალი ფოტორეპორტიორის კამერამ დეტალურად აღნუსხა და დააფიქსირაო!.. თუ ეს მართლაც ასეა, მაშინ ძალიან ადვილად შეიძლება იმის ახსნა, რატომ დააპატიმრეს ფოტორეპორტიორები სწორედ იმ დღეს, როცა ბათუმიდან ლამის ნახევარი მთავრობა ნაცემ-ნაბეგვი, ფეხმოტეხილი და ტვინშერყეული თბილისისკენ გამოაქანეს!..

რუსის "ბარაბანს" არ მოხვედრია იმდენი, რასაც თქვენ მიხო-ფაშა გცემთ, თქვე უბედურებო!..
თქვენ უფრო მეტსაც აიტანთ, რადგან ნამდვილი "ამტანები" ხართ...
თქვენს გაძლებას გაუმარჯოს!..

წყარო/Source: http://www.ambebi.ge/sazogadoeba/38997-ra-mokhda-stingis-koncertis-shemdeg-bathumis-auzshi.html?add=1#ixzz1UxF8JD8h                   ხოლო თვითონ ფოტოგრაფი ამას ამბობს:  
26 მაისს ჩვენ გადავიღეთ ფოტოები, რომლებშიც კარგად ჩანდა, როგორ გაუსწორდით საკუთარ მოსახლეობას, ჩემი ორი კადრი "ასოშეითიდ პრესის" ვებ-გვერდზე დაიდო, საიდანაც ევროპისა და ამერიკის არაერთ გაზეთსა და ჟურნალში დაიბეჭდა. ასევე სკანდალური ფოტოები გადაიღეს და გაავრცელეს ზურა ქურციკიძემ, შახ აივაზოვმა, "ფრანსპრესისა" და "როიტერის" ფოტორეპორტიორებმა. თუმცა, უნდა ვაღიარო, რომ ყველაზე კარგი კადრები ირაკლი გედენიძეს ჰქონდა.

წყარო/Source: http://www.ambebi.ge/politika/38598-qaqedan-an-cockhali-da-marthali-gamoval-an-mkvdari-magram-mainc-marthaliq.html#ixzz1UxDm6YV3

This is End

14 ივლისს იყო ჰარი პოტერის უკანასკნელი სერიის მსოფლიო პრემიერა. ეს იყო სიგიჟის 10 წელი–განაცხადა ემა ვატსონმა..მართლაც ეს ასე იყო და ჩვენც ძალაუნებურად ვერთობოდით ამ სიგიჟეში..როგორი სირბილით მიმყავდა დედა კინოთეატრშ რომ მენახა ჰარი პოტერი, სახლში კი აღფრთოვანებული ვბრუნდებოდი და ყოველთვის მინდოდა ვყოფილიყავი ისეთი როგორებიც იყვნენ ისინი,მინდოდა ყოფილიყო ისეთი სკოლა როგორც ჰოგვარტსია და მეც იქ მესწავლა.პატარა რომ ვიყავი ჩემს მეგობრებთან ერთად ვთამაშობდით ''პოტერობანას''  მე ყოველთვის ჰერმიონა ვიყავი.თითქოს ეს სიგიჟეა მაგრამ ალბათ ყველა ბავშვს გული დაწყდა რომ დამთავრდა ის რაც ასე ძალიან გვიყვარდა ეს იყო 
1090739 სიტყვა, 3363 გვერდი, 199 თავი, 17 საათი და 14წუთი, 8 ფილმი, 7 წიგნი, 1 ამბავი ჰარი პოტერი. ♥.  Everything ends there where it started 





Monday, July 11, 2011

WTF? O_o

Wednesday, July 6, 2011

ketas dabadebis dge

mokled exla var ketastan saxlshi nda ai ravici yvelaze magari dgea chem cxovrebashi imitom rom chemi pataras (raga pataras) dab dgea dgees!! ai yvelaze magari adamianiiiaa chemi keta iseti rom sityvebitac ver avxwer chemoo ketaa miyvarxar ici rogor? ise rom aravis yvarebixar dges ufro magrad miyvarxar xval kidev ufro magrad meyvarebi chemiiii gogo xar sheen!! magram me ketic ki ara sxvebic miyvars mag: nataatooo yvelaze magari admianiii ai martl agamimartla me rom aseti daqalebi myaavs ogooond aiai martla dges imena vatrakeb rogoor icit? :D ar icit :D verc gaigebt voooot :)) miiiyvarxaaaaaaaaaaaaaaaaartt nat &keet chemiii gogonebii xart orive naatiaa tvalebi dagrcha :D :D :D :D :D :D :D :D :D itokshi wavedi vajazeeeebbbb