ლეღვის ფოთლის ნახარშით დამწვრობა 21 წლის გოგონამ მიიღო | სიახლეები | ||
19-07-2011, 11:43 medianews.ge ლეღვის ფოთლის ნახარშით სხეულის დამწვრობა 21 წლის გოგონამ მიიღო. იგი თბილისის დამწვრობის ცენტრში წუხელ სამეგრელოდან გადმოიყვანეს. მას სხეულის 70 პროცენტი აქვს დამწვარი. გოგონამ ლეღვის ფოთლის ნახარში სხეულზე სამი დღის წინ, გარუჯვის მიზნით წაისვა. ეს უკვე ამ მეთოდით დამწვრობის მეექვსე შემთხვევაა. ექიმების შეფასებით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილური, თუმცა მძიმეა. დამწვრობის ცენტრის ექიმის ქრისტინე სანაშვილის განცხადებით, გოგონა მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში, მას დამწვარი აქვს სხეულის 70 პროცენტი, სხეულზე აღენიშნება მეორე, მესამე ხარისხის დამწვრობა და უტარდება შესაბამისი მკურნალობა. | |||
გაზიარება2 | |||
რამდენიმე დღის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ 15 წლის გოგონამ ლეღვის ფოთლების ნახარში ტანზე წაისვა და მზეზე, გასარუჯად დაწვა. შედეგი კი სავალალო აღმოჩნდა, გოგონამ სხეულის დამწვრობა მიიღო, რის გამოც დამწვრობის ცენტრში მკურნალობა დასჭირდა. ანალოგიური გზით გარუჯვა 19 წლის გოგონამაც სცადა, რომელიც დღეს, სხეულის დამწვრობით, საავადმყოფოში მიიყვანეს.
„ასეთი მეთოდების გამოყენება კატეგორიულად აკრძალულია. არ შეიძლება, რადგან დამწვრობასთან ერთად რიგი დაავადებების გამოწვევა შეუძლია. აუცილებელია მზისგან დამცავი საცხების მოხმარება, რათა შემდგომი გართულებები იქნეს თავიდან აცილებული. ასეთი მეთოდები კი უფრო მეტად აჩქარებს პროცესს და შედეგად კანის სერიოზულ დამწვრობას ვიღებთ. გამომდინარე იქიდან, რომ ადამიანმა კანის ფერის, თვალისა და თმის ფერის შესაბამისად უნდა მოიხმაროს დამცავი საშუალებები, არატრადიციული გზებით გარუჯვის დაჩქარება დაუშვებელია. ამასთანავე, ასეთი საშუალებები იწვევს კანზე ლაქების მასიურ გაჩენას. არ შეიძლება ჭარბხალიანობის შემთხვევაში მზის გულზე დიდი ხნით გაჩერება, მით უმეტეს ისეთი საშულებებით კანის ფერის შეცვლა, რომელსაც არატრადიციულს და ხალხურს უწოდებენ.“ – აღნიშნა „პრესა.ჯი”- სთან საუბარში ექიმმა–დერმატოლოგმა, ლია ჭითანავამ.
გასარუჯი საშუალებების არატრადიციულ გზებზე რომ ვისაუბროთ, სია ძალიან დიდი და მრავალფეროვანი იქნება. არაბუნებრივი საშუალებაა სოლარიუმი, რომლის დონე და ხარისხი განაპირობებს კანის ფერსა და შესაძლო ზიანს. სპეციალისტები კი მხარს არასდროს უჭერდნენ გარუჯვას სოლარიუმის საშუალებით.
მიმდინარე წელს, დამწვრობის ცენტრმა ოცამდე, გარუჯვის შედეგად მიღებული დამწვრობის მქონე პაციენტს უმკურნალა. სპეციალისტებმა, მზის მომატებული რადიაციის გამო, საზოგადოებას მაღალი სტანდარტების შესაბამის სოლარიუმში გარუჯვა ურჩიეს და ყოველგვარი არატრადიციული, „ხალხური“ გზები უარყვეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ზემონახსენები უმძიმესი შემთხვევებისაგან დაზღვეული არავინ იქნება.
თქვენ გქვიათ ხამები და უტვინოები..თუ სხვას დაეწვათ თქვენ რა განსაკუთრებულები ხართ?! O_0
No comments:
Post a Comment