Thursday, May 26, 2011

რას ნიშნავს დაკარგო მეგობარი?! (ჩემი თვალით დანახული მოსაზრება)



შედიხარ სკაიპში ან ფეისბუქზე და შენს მეგობრებში აღარ არის ის!  დილით აღარ გაღვიძებს მისი ზარი ან მესიჯი...გადიხარ ქუჩაში და გახსენდება როგორ გაატარეთ იმ ადგილას ერთი მშვენიერი დღე!! და გული გტკივა უყურებ სურათებს სადაც ბედნიერი სახეებით ხართ აღბეჭდილი მაგრამ...იცი რომ აღარ დაბრუნდება ის დრო! იცი რომ ის დაკარგე! იცი რომ გული ატკინე...უსმენ მუსიკას რომელიც გახსენებს ყველაფერს...ხელზე კი კვლავ გიკეთია მისი ნაჩუქარი სამაჯური...ყველაფერი თავზე დაგენგრა მაგრამ დროს ვერ დააბრუნებ ის გაქრა მაგრამ დარჩა ერთ დროს ლამაზი ახლა კი კეთილი და თითქოს მწარე მოგონებები...წავიდა და წაიღო შენი გული...ხვდები რომ დამთავრდა ლაღი დღეები..როცა მეგობარს კარგავ, შენი დამარცხება ადვილია, გვერდით აღარ გყავს ერთგული ადამიანი...


(qvemot mocemuli citatebi By angel.ge)
   ► ერთ დღეს, შენ მიხვდები, რომ ერთად დაუვიწყარი წუთები გაატარეთ
 ერთ დღეს, შენ მიხვდები, რომ მის გარეშე შენმა ცხოვრებამ აზრი დაკარგა
    ► ერთ დღეს, შენ მიხვდები, რომ აღარ ხარ ისეთი ლაღი როგორც ადრე
 ერთ დღეს, შენ მიხვდები, რომ მასზე კარგი არვინ გყოლია
      ► ერთ დღეს, შენ ინანებ მის დაკარგვას
 ერთ დღეს, შენ გააცნობიერებ, რომ მასზე უკეთესო ქვეყნად არაფერია
      ► ერთ დღეს, გაიღიძებ და მიხვდები, რომ ის შენ გვერდით აღარაა,სწორედ ამ დროს ინანებ, რომ შენ ის დაკარგე
 ერთ დღეს, შენ გააცნობიერებ, რომ შენმა ცხოვრებამ აზრი დაკარგა
      ► ერთ დღეს, შენ მიხვდები დაშვებულ შეცდომებს და მას პატიებას თხოვ
 ერთ დღეს, როცა უკვე ყველფერი დასრულებული იქნება, შენ ნახავ, რომ დაკარგე კარგი და შეიძინე ცუდი

No comments:

Post a Comment