Wednesday, June 8, 2011

რატომ შეიქმნა ეს ბლოგი?!

ეს კითხვა დღეს დამისვეს სკოლაში ნუ მე რაღაცეები ვიბოდიალე მერე კიდე დავფიქრდი მართლაც თუ რატომ შევქმენი ეს ბლოგი...მაქვს რამდენიმე მიზეზი  ჩამოგიწერთ და მერე ავხსნი ამ მიზეზებს
  1. მინდოდა რომ ხალხისთვის დამენახება ცხოვრება კარგი
  2. მინდოდა რომ ხალხს გაეგო ყველა არაა უბედური მიუხედავად ცხოვრების სიმკაცრისა
  3. და კიდევ ერთი...მე არ მიყვარს ჯასტინ ბიებერი (არ ვეკუთვნი მასას)


    ეს ყველაფერი უაზრობა გეჩვენებათ ხო?! ვიცი მეც მაგრამ ეს ასეა ცხოვრება ია ვარდით მოფენილი არ არის მაგრამ არც ისეთი ცუდია ჩვენ რომ გგვონია უბრალოდ ის ჩვენს სასიკეთოთ უნდა მოვმართოთ ოღონდ ისე რომ სხვებს არ ვავნოთ...მეც მქონია ცუდი მომენტები მაგრამ თავი დეპრესიაში არ ჩამიგდია იმიტომ რომ მე ყოველთვის მახსოვს ერთი რამ ჩემს გვერდით არიან ადამიანები რომლებსაც მე ვუყვარვარ და რომლებიც მეც მიყვარს ! და ვწერ იმაზე რაზეც მე მინდა არ ვაზიარებ ხალხს იმას რაც უკვე ყველასთვის ცნობილია...ეს ხომ ჭორებია და მეტი არაფერი მე არ მაინტერესებს სხვების სიახლეები მე ეს ვარ მე და მომწონს ყველაფერი ის რასაც მე ვქმნი...ჩემი ქეთა სულ ესე მეუბნება : ''ლედი გაგას გავხარო'' ხასიათითო..ნუ მე არ ვიცი რამდენად ვგავარ ლედი გაგას მაგრამ ვარ ისეთი როგორც ვარ ვარ არაორდინალური ცელქი და გიჟი ! ! კიდე რა გითხრათ ჩემ თავზე ვერ ვლაპარაკობ იმიტომ რომ არ შემიძლია ავხწერო ჩემი თავი !!! დანარჩენი თქვენ შეაფასეთ

No comments:

Post a Comment