Friday, June 10, 2011

აიიიიტ...თინეიჯერები

''კაკ ვსეგდა'' საქმე არ მაქვს ( არც სამეცადინო :) ) ხოდა დავბორიალობ ინტერნეტ სივრცეში და აი რას წავასკდი ოხუნ.გეზე ბუფეტში ყველა ყველას იცნობს, როცა ფული სჭირდება!.

მწოლიარე გინდა უყურო ტელევიზორს და ღამით მუდამ გრჩება ის ჩართული.!

პირველ კლასში ვერ წარმოთქვამდი ლექსს, როცა სიტყვა " დედის ძუძუ" იყო, დღეს მასწავლებლებს აგინებენ.!

უსმენ სევდიან სიმღერას და იგრუზები.!

დღეს თუ ჯასტინ ბიბერი მოგწონს, მაგარი გოიმი ხარ.!


განსხვავებული აზრი გაგაჩნია? ჯობს მოკეტო, ვიდრე მოგაკეტინებენ. ( არ დაგავიწყდეთ დღეს საქართველოში სიტყვის თავისუფლებაა) 

ათოსანი ბავშვი როცა ცუდად ყვება გაკვეთილს იღებს ცხრიანს, ოროსანი როცა ყვება კარგად , იღებს– 7 ქულას. !

მაგარი გამტყდარში ხარ როცა შენს მოყოლილ ანეგდოტზე შენ გარდა არავინ იცინის და ბოლოს ამბობენ : უნდა გაგვეცინა? ნუ ალბათ.!

მოდაშია გყავდეს შეყვარებული, გქონდეს მაგარი ტელეფონი და უსმენდე ინგლისურ სიმღერას.

დღეს რუსეთს ხაზი გადავუსვით ( ვინ ვის გადაუსვა ეგ ჯერ კიდე საკითხავია), მაგრამ მუდამ იცოცხლებს pk . ააა მე ბოდიშით, ეგ ხო პავლე კუბლაშვილს ნიშნავს.

თუ მასწავლებელს კარგი მკერდი აქვს, ბიჭები იმ საგნით ინტერესდებიან.!


გოგოს შეიძლება დღეს ბიჭი მხოლოდ იმიტომ მოეწონოს, რომ გრძელი თმა აქვს, ზმანზეა და "დვიჟენია" მიყავს.!

დღეს თუ იაფასიანი ტელეფონი გაქვს, ვიბროზე უნდ დააყენო, თორემ ყველა დაგცინებს ზარზე დაყენებულ მუსიკაზე. არადა თავსაც რო ვერ იმართლებ, სხვა არჩევანი არც გქონდა. 

ყველას აქვს ადნაკლასნიკი, კომპიუტერი მხოლოდ ნახევარს.!

დიეტას ყველა ორშაბათიდან იწყებს, არადა დღეს მესამე წრეზე არიან. არა განა დიეტის, ჯერ ორშაბათი არ მოსულა.!

თუ შენ გჯერა, რომ ლამაზი ხარ, სრულიად საკმარისია რომ სხვაც დააჯერო.

დღეს შეიძლება კლიჩკით მასწავლებელმაც მოგმართოს, თუნდაც კაცმა.

ექსკურსიაზე რამდენი ბავშვიც მოდის, მშობელს იმდენსვე თვლიან. !

ავტობუსში ბილეთს იღებენ მხოლოდ მაშინ, როცა ყვითელ ფერს ხედავენ. 

და სხვატაშორის გამეცინა :დ მეც ესე ვაკეეთეეებ ზოგის გამოკლეებბიით :დ აი აღნიშნულია ჩემზე რომელია მართალი ! <–– ამ ნიშნით

No comments:

Post a Comment